Plusconverter.ge

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ეს გვერდი განმარტავს, თუ რა მონაცემებს აგროვებს plusconverter.ge სერვისის გამოყენებისას და როგორ გამოიყენება ისინი. ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ მინიმუმს, რაც საჭიროა შეკვეთების დასამუშავებლად.

რას ვაგროვებთ

Google-ით შესვლისას ვინახავთ თქვენს ელფოსტას და სახელს. შეკვეთის გაფორმებისას ვინახავთ თქვენ მიერ მითითებულ საბანკო ან PLUS ანგარიშის დეტალებს, სახელს (username) და კომენტარს, ასევე შეკვეთის თანხებსა და სტატუსს.

როგორ გამოიყენება

თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ შეკვეთების დასამუშავებლად — ქულების ან ლარის გასაგზავნად, თქვენი შეკვეთების ისტორიის საჩვენებლად და საჯარო შეფასებებში თქვენს მიერ არჩეული username-ის გამოსაჩენად.

შენახვა და უსაფრთხოება

მონაცემები ინახება Supabase-ში (Postgres) ჩართული Row Level Security-ით, ასე რომ თქვენ წვდომა გაქვთ მხოლოდ საკუთარ ჩანაწერებზე. ჩვენ არ ვყიდით და არ ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს მესამე მხარეს.

Cookies

Cookie-ebს ვიყენებთ მხოლოდ ავტორიზაციისთვის (შესვლის შესანარჩუნებლად) და ენის პრეფერენციის დასამახსოვრებლად — არანაირი თვალთვალის ან სარეკლამო cookie.

კითხვები ან მონაცემების მოთხოვნა

თქვენს მონაცემებზე კითხვების ან წაშლის მოთხოვნისთვის დაგვიკავშირდით ტელეგრამზე: @plusconverter.